რესტორანი

რესტორანი ჩერო

რესტორანი ჩერო მდებარეობს სასტუმროს ტერიტორიაზე, რომელიც გთავაზობთ ქართული ტრადიციული და ევროპული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვან არჩევანს. ტერიტორიაზე წარმოდგენილია როგორც დახურული, ასევე ღია ტიპის სხვადასხვა სივრცე. ჩეროს გამოცდილი მზარეულები მუდმივად ზრუნავენ მენიუს განახლებაზე და მის სტუმრების მოთხოვნაზე მორგებას. რესტორანში წარმოდგენილი კერძები გამოირჩევა მდიდარი გემოვნური თვისებებითა და ხელმისაწვდომი ფასებით, რასაც სტუმრების ყოველწლიური მატება და გამოხმაურებაც მოწმობს. პროდუქტები კი, რომლითაც კერძები მზადდება ხარისხის მკაცრ, ყოველდღიურ კონტროლს გადის.