მთავარი

დაჯავშნე

    სასტუმრო ჩერო

    სასტუმრო ჩერო მდებარეობს ქობულეთის სანაპირო ზოლში, აღმაშენებლის №454, ფიჭვნარის ტერიტორიაზე. აღნიშნული მონაკვეთი გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატით, რომელიც ძალიან სასარგებლოა გულსისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემისათვის. ჩვენი ისტორია ჯერ კიდევ 1998 წლიდან იწყება საოჯახო ტიპის სასტუმროს მშენებლობით, დღეისათვის კი გთავაზობთ დასასვენებელ კომპლექს, რომელიც აერთიანებს ორი კორპუსის ტიპის საცხოვრებელს, კოტეჯებს, აპარტამენტებს, საცურაო აუზებს (როგორც მოზარდებისთვის, ასევე პატარებისთვის), ღია და დახურულ რესტორნებს. კომპლექსი მოიცავს 42 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებს მორგებულ ოთახს: სტანტარტული ტიპის ოთახები იყოფა ორადგილიან, სამადგილიან ან ოთხადგილიან ნომრებად, რომლებიც აღჭურვილია აივნით/ტერასით ზღვისა და შიდა ეზოს ხედით, უფასო მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, მაცივრით, სატელიტური სატელევიზიო არხებით, კონდენციონერით, ინდივიდუალური აბაზანით, საშხაპე მოწყობილობებით, თმის საშრობით. აპარტამენტი კი წარმოადგენს საოჯახო ტიპის ნომერს, რომელიც მოიცავს ორ ორადგილიან საძინებლს, მისაღებ ოთახს, ტერასას, მინი სამზარეულოსა და ინდივიდუალურ სააბაზანოს. ჩეროს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო პარკირებით.

    ოთახები

    სტანდარტული ოთახი / აპარტამენტი

    სტანდარტული ოთახი

    ორადგილიანი (King/Twin), სამადგილიანი, ოთხადგილიანი

    სრულად ნახვა

    აპარტამენტი

    აპარტამენტები მოიცავს ორ ორადგილიან საძინებელ ოთახს, ერთ მისაღებ ოთახს, მინი სამზარეულოსა და აბაზანას. ასევე აქვს დიდი აივანი აუზისა და შიდა ბაღის ხედით.

    სრულად ნახვა